Saturday, July 19, 2014

დღე მე-9

 დღეს გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციებს.  ყველა ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო.  იყო როგორც პრობლემური თემები,ასევე სახალისო და საინტერესო თემებიც.ტრენინგის დასასრულს დაგვირიგდა სერთიფიკატები.  ძალიან კმაყოფილი ვარ მთლიანად ტრენინგის.. :) დიდი მადლობა ქალბატონ ნინო მარღიშვილს.

Sunday, July 13, 2014

ჩემი პროექტის პორტფოლიო

დღე მე-8

   
  • დღეს დავასრულეთ  მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე.
  •  ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა google drive-ში, გამოქვეყნება და ბმულის დადება ბლოგზე.
  • drive-ში ატვირთული საქაღალდიდან ფაილის გადმოწერა, წაშლა და თავიდან ატვირთვა.
  • საქაღალდის გამოქვეყნება და გაზიარება.
  • გვერდების შექმნა.
  • გავეცანით მე–7 მოდულს.
  • დავალებად გვაქვს მე–8 მოდული წასაკითხად.

Saturday, July 12, 2014

დღე მე-7

დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს.
 სასწავლო  გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება.
შევქმენით რესურსი საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და შევინახეთ სასწავლო პროექტი დამხმარე.
ვნახეთ მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაცია.
გავწერეთ ჩვენი პროექტის პროცედურები.საშინაო დავალებად გვაქვს მეექვსე მოდული წასაკითხად.


Sunday, July 6, 2014

დღე მე-6

დღეს ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის Google drive-ზე ატვირთვა. google drive-დან ჩვენი პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. განვიხილეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა. განვსაზღვრეთ თითოეულის კრიტერიუმების წონა. გამოვთვალეთ ჩვენი შეფასების მაქსიმალური ქულა.შევავსეთ სასწავლო გეგმაში საბაზისო უნარ ჩვევები.საშინაო დავალებად გვაქვს მეხუთე მოდული წასაკითხად.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, July 5, 2014

დღე მე-5

დღეს დავიწყეთ მესამე და მეოთხე მოდულის გაცნობა.ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე.ვნახეთ პროექტი საავტორო უფლებების ქაოსი.გადმოვიწერეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოების გადმოწერა და ბლოგზე ატვირთვა. ამის შემდეგ ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავიწყეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის გაკეთება.საშინაო დავალებად გვაქვს მესამე და მეოთხე მოდულის წაკითხვა.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციას დავასრულებთ ხვალ.

Festivals in the Philippines

Sunday, June 29, 2014

დღე მე-4

დღევანდელი დღე მეტად სახალისო და საინტერესო იყო.
განვიხილეთ შეფასების ბლოგის ჩარჩო.
განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი და  ვნახეთ შესაფერისი მეთოდები.
ასევე  ჩვენი პროექტისათვის გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო.
ვიმუშავეთ ბლოგზე.
გავიხსენეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა, ფონის შეცვლა ,სათაურის შეცვლა ან შესწორება,დავამატეთ სტატისტიკა.
ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და ასევე არქივის მოხსნა.
საშინაო დავალებად გვაქვს მეორე მოდული წასაკითხად და ასევე რეფლექსიებზე კომენტარის გაკეტება.

Saturday, June 28, 2014

დღე მე-3

დღეს ჩვენ განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები. დავწერეთ მიზნები,
ვნახეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია და 21-ე საუკუნის ლექსიკური მარაგი.
დავასრულეთ ბროშურა.
განვიხილეთ და დავამატეთ მიზნები.
გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
გავაკეთეთ გონებრივი იერიში .
ჩემი პროექტისთვის "მსოფლიო ფესტივალები"მოვიფიქრე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
 1.რა არის კულტურა? 
2.რომელი ქვეყნის ფესტივალებს იცნობთ?
 3.რომელი ქვეყნის ტრადიციული ფესტივალია "ყინულის ფესტივალი?" 
საშინაო დავალებად მოგვეცა უკუკავშირის გაკეთება ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.