Sunday, June 29, 2014

დღე მე-4

დღევანდელი დღე მეტად სახალისო და საინტერესო იყო.
განვიხილეთ შეფასების ბლოგის ჩარჩო.
განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი და  ვნახეთ შესაფერისი მეთოდები.
ასევე  ჩვენი პროექტისათვის გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო.
ვიმუშავეთ ბლოგზე.
გავიხსენეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა, ფონის შეცვლა ,სათაურის შეცვლა ან შესწორება,დავამატეთ სტატისტიკა.
ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და ასევე არქივის მოხსნა.
საშინაო დავალებად გვაქვს მეორე მოდული წასაკითხად და ასევე რეფლექსიებზე კომენტარის გაკეტება.

Saturday, June 28, 2014

დღე მე-3

დღეს ჩვენ განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები. დავწერეთ მიზნები,
ვნახეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია და 21-ე საუკუნის ლექსიკური მარაგი.
დავასრულეთ ბროშურა.
განვიხილეთ და დავამატეთ მიზნები.
გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
გავაკეთეთ გონებრივი იერიში .
ჩემი პროექტისთვის "მსოფლიო ფესტივალები"მოვიფიქრე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
 1.რა არის კულტურა? 
2.რომელი ქვეყნის ფესტივალებს იცნობთ?
 3.რომელი ქვეყნის ტრადიციული ფესტივალია "ყინულის ფესტივალი?" 
საშინაო დავალებად მოგვეცა უკუკავშირის გაკეთება ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.